დი მარია: “პროგრესი უნდა გავნაგრძოთ”

თარიღი: ნოემბერი 29, 2013

მადრიდის “რეალის” არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელო დი მარია აცხადებს, რომ გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება და პროგრესი უნდა განაგრძოს.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “სამეფო კლუბმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” თურქული “გალათასარაი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

“როგორც გუნდმა, პროგრესი არ უნდა შევწყვიტოთ. კარგია, რომ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი უკვე გავინაღდეთ, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს”, – ამბობს დი მარია.

მსგავსი სიახლეები