დი მარია: “რონალდუმ ამიხსნა შვიდიანის მნიშვნელობა”
ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ იგი ღირსეულად მოირგებს 7 ნომრიან მაისურს მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მის შესახებ ესაუბრა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” შენაძენს, ანხელ დი მარიას, რომლის ტრანსფერიც სარეკორდო თანხად შეფასდა, ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ ესაუბრა და “ოლდ ტრაფორდზე” 7 ნომრიანი მაისურის დიდებულების შესახებ დეტალები აუწყა.
სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ რონალდუც 7 ნომრიან მაისურს ატარებდა და ამით ისეთი დიდებული ფეხბუთელების გვერდით დადგა, როგორებიც ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი არიან. დი მარის სურს თავისი თამაშით ასეთი ფეხბურთელების გვერდით დაიმკვიდროს თავი.
“7 ნომრიანი მაისურის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებული ვიყავი. რონალდუმ მადრიდში ამიხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის.”
“მე მსურდა ამ მაისური ტარება და მინდა იმდენი გავაკეთო კლუბისთვის, რამდენიც რონალდუმ და სხვებმა გააკეთეს.”
“კლუბსაც სურდა, რომ მეტარებინა ეს მაისური, ამიტომაც მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მე ამის ღირსი ვიყავი.” – განაცხადა დი მარიამ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/