დი მარია: “წავალ თუ არა ჩინეთში?”
ჩინელები მიმდინარე სატრასნფერო ფანჯარაზე ევროპის წამყავნ კლუბებს ძარცვავენ. მათ რამდენიემ უმაღლესი დონის ვარსკვლავი შეიძინეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიურ სუპერ ლიგაშე მოთამაშე რამდენიმე გუნდს “პსჟ”-ს შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენა სურს. ამ თემაზე არგენტინელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ. კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წელი დამრჩა.”
“ჩემი ოჯახს ეს ქალაქი მოსწონს. აქ ძლაიან მყუდროდ ვართ. გავიგე ჩინეთში ჩემს წასვლასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ. მინდა, ყველა გავრცელებულ ხმას პასუხი გავცე: არსად გადასვლას არ ვაპირებ.”
“ყველა ფეხბურთელს აქვს არჩევნის გაკეთების უფლება.ზოგ მათგანს უნდა, რომ ჩინეთში წავიდს, ითამაშოს და გაცილებით მეტი ფული იშოვოს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. მე კი ჩემი გზა გამაჩნია, რომელსაც საკუთარ ოჯახთან ერთად ბედნიერად მივყვები,” – აცხადებს 28 წლის არგენტინელი.