დი მარიამ და ნეიმარმა მესის დაურეკეს
“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები – ნეიმარი და ანხელ დი მარია ლიონელ მესის ტელეფონის საშუალებით მის “პარი სენ-ჟერმენში” შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრნენ. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
როგორც იცით, სამშაბათს არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა “ბარსელონას” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მას კლუბის დატოვება სურს. პსჟ მის გარშემო არსებულ ვითარებას აქამდეც ყურადღებით აკვირდებოდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით პარიზული კლუბის წარმომადგენლები არც “ბარსელონას” დაკავშირებიან და არც მესის მამას, რომელიც ფეხბურთელის აგენტია.
შეგახსენებთ, რომ მესის შეძენა “მანჩესტერ სიტისაც” სურს. ბოლო ინფორმაციით, მანჩესტერელები ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რაც ითვალისწინებს იმას, რომ პირველი სამი წლის შემდეგ, არგენტინელი “მანჩესტერ სიტის” პარტნიორ კლუბში, MLS-ში მოასპარეზე “ნიუ იორკ სიტიში” გადავა.