დი მარიამ კილიან მბაპეს შენიშვნა საჯაროდ მისცა
“პარი სენ-ჟერმენსა” და “მონპელიეს” შორის შემდგარი მატჩის მიმდინარეობისას ტომას ტუჰელმა კილიან მბაპე შეცვალა, რამაც ფრანგი სუპერვარსკვლავის გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ეპიზოდს ანხელ დი მარია გამოეხმაურა.
“მატჩი მძიმედ დავიწყეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც მეტოქე გუნდს ფეხბურთელი გაუძევეს, სიტუაცია გაადვილდა.
მოედნის დატოვება არავის სურდა, ყველას ძალიან უნდოდა თამაშის გაგრძელება, რაც სავსებით ნორმალურია. მართალია, რომ კილიანს გოლების გატანა უნდოდა, თუმცა მწვრთნელმა გადაწყვიტე, რომ ის უნდა შეეცვალა.
სათადარიგოთა სკამზეც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე გასვლა და თავიანთი შანსის მიღება სურთ. მბაპემ ეს უნდა გაიაზროს და გაუგოს მათ.
კავანი 100 პროცენტით ჩვენთანაა. სეზონის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა,” – აცხადებს დი მარია Canal Plus-თან საუბრისას.