დი მარიამ პასტორეს უამბო, რომ პსჟ-ში გადავა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ პსჟ-ს ნახევარმცველ ხავიერ პასტორეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უამბო, რომ უახლოეს დროში პარიზულ კლუბში გადავა, რის შესახებაც RMC იტყობინება.
აქამდე გაირკვა, რომ მანჩესტერელები 27 წლის მოთამაშის 63 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდნენ. პსჟ-ში არგენტინელის ხელფასმა ათი მილიონი ევრო უნდა შეადგინოს. სავარაუდოდ, ანხელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას შემდეგი კვირის დასაწყისში გაივლის, რაც ოფიციალურად მალე დადასტურდება.
განვლილ სეზონში „მანჩესტერ იუანიტედის“ მაისურით 27 მატჩში დი მარიამ 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.