დი მარციო: “მამარდაშვილი “ვალენსიაში” გადადის”
ცნობიელმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერის შესახებ დაწერა.
“ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, რომელიც უკვე საკმაოდ მოთხოვნადია ევროპაში, გრანდები დიდ ინტერესს ახლა უკვე 20 წლის მამარდაშვილის მიმართაც იჩენენ.
მამარდაშვილი იჯარით “ლოკომოტივში” თბილისის “დინამოდან” თამაშობს. “ვალენსიასაც” მისი აყვანა იჯარით სურს, 1 მილიონიანი გამოსყიდვის უფლებით. დამატებით ბონუსებიც. “ღამურები” მას “ვალენსია ბ”-ს პირველ მეკარედ განიხილავენ და მთავარი გუნდის მე-3 მეკარედ.
ფეხბურთელის აგენტთან, ლევან სეთურიძესთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს”, – წერს დი მარციო.
მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “გრანადასთან” მატჩის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. ამჟამად 800 ათას ევროდ ფასობს.