დი ნატალე „უდინეზედან“ წავა, თუმცა კარიერას არ დაასრულებს
„უდინეზეს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამჟამინდელი კლუბიდან წასვლა დაადასტურა. ამავდროულად, 38 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას არ ჩქარობს.
„ტორინოსთან“ ხვალინდელ მატჩში ვერ ვითამაშებ, რის გამო ვწუხვალ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრავმირებული ვარ. იმედია, „კარპისთან“ შეხვედრისთვის გამოვჯანმრთელდები. ეს მატჩი ჩემთვის „უდინეზეს“ მაისურით ბოლო იქნება.
აქ ჩინებული 12 წელი მქონდა. ჩემი კარიერა ფილმს იმსახურებს, მაგრამ მთავარი გმირი უკვე აღარ ვარ. სიამაყით მივდივარ, რადგან გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. აქ ჩემი მიღწევებით ვამაყობ, თანაგუნდელების დახმარებით ბევრი გოლი გავიტანე. მოედანზე და მის გარეთ მიღწეულით ვამაყობ.
კარიერას არ ვასრულებ, მიზნები ჯერ კიდევ მაქვს. მსურს, ჯუზეპე მეაცას გავუსწრო (მეაცამ სერია ა-ში 216 გოლი გაიტანა, დი ნატალეს ანაგრიშზე კი 208 ბურთია – ავტ.)“, – ციტირებს დი ნატალეს „Football-Italia“.
დი ნატალე „უდინეზეში“ 2004 წლიდან თამაშობს.