დი ნატალემ კარიერის დასრულება გადადო
“უდინეზეს” ლიდერმა ანტონიო დი ნატალემ პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაიფიქრია. აღნიშნული განცხადება თავად ფეხბურთელმა Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკთა.
“უდინეზესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი და ჩემს მომავალზე ვისაუბრეთ.
პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ მე კიდევ შემიძლია თამაში და საბოლოოდ სწორედ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით. ახლა ვისვენებ და მალე მორიგი სეზონისთვის დავიწყბეთ მზადებას” – განაცხადა დი ნატალემ.