დი ნატალეს 200 გოლის გატანა სურს
“უდინეზეს” ლეგენდამ ანტონიო დი ნატალემ კარიერის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
“კარიერის დასრულება შარშან მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბოლოს გადავიფიქრე. მინდა, რომ სერია ა-ში 200 გოლის გატანა შევძლო. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს შესანიშნავი შედეგი იქნებოდა.
კარგი იქნებოდა ასევე რობერტო ბაჯოს შედეგის (205 გოლი) გაუმჯობესებაც. ეს ფეხბურთელი ჩემი კუმირი იყო” – განაცხადა დი ნატალემ.
ამჟამად დი ნატალეს ანგარიშზე 195 გოლია.