დი ნატალე: „ამჟამად ნაკრებზე არ ვფიქრობ“
„უდინეზეს“ გამოცდილმა ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ განაცხადა, რომ ამჟამად მისთვის მნიშვნელოვანი უფრო საკლუბო ფეხბურთია.
„იტალიის ნაკრები? ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ დავაგროვო „უდინეზესთან“ ერთად 40 ქულა. სიტუაციას მოგვიანებით შევაფასებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩეზარე პრანდელის ჩემი გამოძახების სურვილი ექნება, მე მის განკარგულებაში ვიქნები“, – განაცხადა 36 წლის თავდამსხმელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი