დიაფრა საკო ახალ, გაფართოებულ კონტრაქტს ელის
“ვესტ ჰემი” მისი საუკეთესო ბომბარდირ, ოქტომბრის თვის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშესთან დიაფრა საკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
ზაფხულში “ჩაქუჩებმა” 24 წლის სენეგალელი ფორვარდი “მეციდან” 3 მილიონ ფუნტად გადმოიყვანეს. საკოს კონტრაქტი კლუბთან 2017 წელს იწურება. ამჟამად იგი ხელფასის სახით კვირაში 15 ათას ფუნტს იღებს.
გასულ სეზონში საკომ “მეცის” მაისურით 20 გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც ფრანგული გუნდი ლიგა 1–ში მოხვდა. “ვესტ ჰემში” კი სენეგალელმა პრემიერ ლიგაში ჩატარებული რვა თამაშიდან შვიდი გოლის გატანა შეძლო.
საკოს შესანიშნავმა პროგრესმა, პრემიერ ლიგის ბევრი კლუბების იტნერესი გამოიწვია. ამის გამო “ჩაქუჩები” ახალი ფართმოსაშტაბიანი კონტრაქტის შეთავაზების დაჩქარებას ეცდებიან. როგორც ცნობილია, გუნდსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.