დიარა “ბორუსიას” უახლოვდება
Bild-ის ცნობით დორტმუნდის “ბორუსია” ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი ლასანა დიარაა. უახლოეს მომავალში “ბორუსია” მოთამაშის წარმომადგენლებს დაუკავშირდება და კონტრაქტსაც შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის “ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ დიარა თავისუფალი აგენტინა. მისდამი ინტერესს “ბეშიქთაში”, “ინტერი” და “სელტიკი” იჩენდნენ.