დიარამ „სელტიკთან“ მოლაპარაკება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ლასანა დიარამ გლაზგოს „სელტიკთან“ მოლაპარაკება დაიწყო.
როგორც ცნობილია, 29 წლის მოთამაშე უკვე შოტლანდიაში გაემგზავრა. აქამდე ცნობილი შუახაზელი მოლაპარაკებას „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ აწარმოებდა, თუმცა, იმის გამო, რომ განაცხადში ადგილები შეზღუდულია, ლონდონურმა კლუბმა მასთან კონტრაქტის გაფორმება ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.
ცნობისთვის, ბოლოს ლასი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა.