დიბალამ სოციალურ ქსელში “რეალის” ფოტო მოიწონა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში მადრიდელთა სიხარულის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. სურათი ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ მოიწონა.
ამის შემდეგ მადრიდულმა პრესამ ისევ განაახლა საუბრები იმის შესახებ, რომ 2017 წლის ზაფხულში დიბალა “რეალს” შეუერთდება. იტალიაში კი ამბობენ, რომ “ნაპოლი” “იუვენტუსის” პრინციპული მეტოქეა და დიბალას მიერ “რეალის” ფოტოს მოწონება სწორედ ამით იყო განპირობებული.