დიბალას ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი მეოთხედ აჩვენა
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა კორონავირუსული ინფექციისგან ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა. El Chiringuito-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის ტესტმა უკვე მეოთხედ აჩვენა დადებითი პასუხი.
21 მარტს დიბალამ სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ მისმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ არგენტინელმა გამოაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა, თუმცა აპრილის დასაწყისში პაულოს მეგობარმა გოგონამ ორიანა საბატინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წყვილს ისევ აქვთ კორონავირუსი.
პაულო დიბალას ახლა მკურნალობის უფრო ინტენსიური კურსის გავლა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ მაისში “იუვენტუსი” სეზონის განახლებისთვის მზადებას დაიწყებს.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 201 505 პირი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 27 359 ადამიანი.