დიდ ფინალამდე ერთი დღით ადრე

თარიღი: მაისი 9, 2015

მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დიდი ფინალი გაიმართება. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის ლელო სარასენსი ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს თბილისის ლოკომოტივს ერკინება.

შეგახსენებთ, რომ რეგულარულ გათამაშებაში ლელომ მეორე ადგილი დაიკავა, ლოკომოტივი კი მეოთხე იყო. აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა ლოკომოტივი ორჯერ, თუმცა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რაზეც ანგარიშებიც ნათლად მეტყველებენ – 13:9 და 14:12. ცხადია, ყოველივე აქედან გამომდინარე ფინალი დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.

დიდ ფინალამდე ერთი დღით ადრე ორივე გუნდმა მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

თემურ ბენდიაშვილი, ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი:

“სეზონი პრობლემებით დავიწყეთ. გუნდი შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. ამას გარდა, ჩვენს რამდენიმე მორაგბეს ეროვნულ და შვიდკაცა ნაკრებები იწვევდნენ ხშირად. ყოველივე ამის გამო, სრულყოფილ ვარჯიშებს, ფაქტობრივად, ვერ ვატარებდით.

აგერ უკვე რვა თვე გავიდა და დღესაც სერიოზული პრობლემები გვაქვს შეტევის ორგანიზებაში. ამასთან ერთად, ჩვენი შერკინების მოთამაშეები შვიდიდან ექვსი 21-23 წლის ბიჭები არიან. არ გვყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც თამაშს წარმართავს, გუნდს წინ წარუძღვება.

ამიტომ, ამ ფსიქოლოგიური ლიდერის გარეშე ჩემპიონატის განმავლობაში ბათუმთან და არმიასთან ისეთი თამაშები წავაგეთ, დღესაც ვერ ვხვდები მიზეზს, რა მოხდა. ერთი მატჩი წავაგეთ ყოჩებთან და ორი ლელოსთან. თუმცა თუ ანგარიშს ნახავთ, ჩანს, რომ მათ დიდად არ ჩამოვრჩებოდით.

მცირე ფინალში ყოჩებს ძალიან დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მოვუგეთ. ჩვენ რა შანსიც მოგვეცა მატჩში უკეთ გამოვიყენეთ, ვიდრე მათ. თორემ, იმ თამაშის მოგება ყოჩებსაც შეეძლო.

ლელო კარგად ორგანიზებული, ყველანაირად დალაგებული გუნდია. ინფრასტრუქტურაც შესანიშნავი აქვს და სამომავლოდ ეს გუნდი კიდევ უფრო წინ წავა.

დღევანდელ გუნდში კი საკმაოდ ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, ზვიად მაისურაძე, გიორგი კაჭარავა, ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და ირაკლი ყიასაშვილი. ისინი სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ. იმდენი გამოცდილება აქვთ, რომ თითოეულს ცალცალკე შეუძლია გარდატეხა შეიტანოს თამაშში.

ლელოს საკმაოდ ახალგაზრდა, კარგი მწვრთნელი ჰყავს. გუნდი გაშლილ, სანახაობრივად ლამაზ რაგბის თამაშობს. ფინალში ამ გუნდის დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ.”

ლევან მაისაშვილი, ლელო სარასენსის მთავარი მწვრთნელი:

“წლეულს უწინდელზე უკეთ მოვახერხეთ სეზონის ბოლოსთვის, როცა გადამწყვეტი მატჩები დადგა, გუნდის სათამაშო ფორმა პიკზე მიგვეყვანა. თუმცა, სეზონისთვის მზადება გვიან დავიწყეთ და სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველ წრეში არასტაბილურად ვიასპარეზეთ. სამჯერ ფრედ ვითამაშეთ.

ხელი შეგვიშალა ჩემპიონატის მიმდინარეობისას წარმოქმნილმა პაუზებმა. შესარჩევ ფინალში ყოჩებთან მატჩში მიუხედავად ბევრი შეცდომებისა, შევძელით საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება. ფინალსაც ოპტიმალური შემადგენლობით და საბრძოლო განწყობით ვხვდებით.

ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბოლო მატჩი საკმაოდ დიდი ხნის წინათ, 16 მაისს ვითამაშეთ. ამან, გამორიცხული არ არის, ჩვენს თამაშს დაღი დაასვას.

ჩვენი გუნდის მორაგბეებს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე ლოკომოტივის დღევანდელ შემადგენლობას. ამიტომ, გამოცდილების ხარჯზე ვეცდებით მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობოთ. თუმცა ერთია მცდელობა, მეორეა დაგეგმილის განხორციელება”.

შეგახსენებთ, რომ “ლელოსა და “ლოკომოტივის” ფინალური მატჩი 16 საათზე დაიწყება.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაკეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე ტოჩინოშინი – ტაკაკეიშო ტოჩინოშინის ბალანსი: 4-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, VII დღე დაიეიშო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 3-4 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ტაკაიასუ ბრწყინვალედ დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშო, V დღე ტაკაიასუ – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 2-3 იხილეთ ვიდეო 大相撲秋場所 五日目 幕内栃ノ心 二勝目 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაია ანდრადე – ესპანელი ფრენბურთელი (ფოტო)

ლაია ანდრადე 23 წლის ესპანელი ფრენბურთელია, რომელიც ყურადღებას მისი გარეგნობითაც იპყრობს....
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

იუტაკაიამა – ტოჩინოშინი აკი ბაშო, III დღე იხილეთ ვიდეო September 2020 – Day 3 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიკვდილით დასჯილი ნავიდ აფკარის ბოლო სიტყვებს მის დაკრძალვაზე მოუსმინეს

ირანის პოლიტიკური პატიმარი, 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ქალაქ შირაზის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაიცანით ტაეკვანდოს ყაზახი მებრძოლი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს (ფოტო)

აიჟან ბაიზაკოვა ტაეკვანდოში ყაზახეთის ჩემპიონი და შავი ქამრის მფლობელია. ის ბავშვობიდან საბრძოლ ხელოვნებებს ეუფლება. ყაზახული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტახი მზადაა, რომ შეგჭამოს!” – ლევან საგინაშვილმა რუს დენის ციპლენკოვს უ

2020 წლის ბოლოს, ქართველი მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. “ქართველი ჰალკი” სუპერღონისძიებაში მიიღებს...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ზანთარაია პოლიტიკაში მიდის

უკრაინის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი ზანთარაია 32 წლის ასაკში პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავს და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ამირან გოგოლაძე სასპარინგოდ მიიწვია

ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე UFC-ის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა სასპარინგოდ აშშ-ში, საკუთარ დარბაზში მიიწვია. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა – ქართველის შესანიშნავი გამა

ზვიად ლაზიშვილი ოქტაგონზე კვლავაც დაუმარცხებელია. რამდენიმე საათის წინ ქართველმა მებრძოლმა კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გამართა. ლაზიშვილმა [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ირანელ მოჭიდავეს სიკვდილით სჯიან

ირანის რესპუბლიკამ 27 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანის მთავრობამ ქვეყნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს, დღემდე ომში ვა

UFC-ის მებრძოლმა დვალიშვილმა საჯაროდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ცდილობს. ქართველი მებრძოლი […]...
წაკითხვა