დიდი დაპირისპირება: ტოპ 10 “არსენალი” – “მანჩესტერი” 21-ე საუკუნეში!

თარიღი: იანვარი 20, 2012
კვირას პრემიერლიგაში დიდი მატჩია. შეხვედრა, რომელსაც გარდა ჩემპიონობისთვის ბრძოლისა, ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვს და ეს მუდამ ასე იყო, ეს ხომ “არსენალი” – “მანჩესტერია”.

ეს ის ორი გუნდია, რომელთა დაპირისპირებასაც თამამად შეგვიძლია, მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის ინგლისური ფეხბურთის ისტორია ვუწოდოთ. არსენ ვენგერისა და სერ ალექს ფერგიუსონის ჭიდილი უკვე კლასიკაა და თანამედროვე ფეხბურთის ყველა მოყვარული ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით, რომ ეს კლასიკა ორიოდ დღეში ჩვენს თვალწინ აგერ უკვე მერამდენედ გაცოცხლდება.

ინგლისურ ფეხბურთში ლონდონის “ჩელსის” და ახლა უკვე “მანჩესტერ სიტის” გამოჩენის შემდეგ, პრემიერლიგის მწვერვალისთვის ბრძოლები გასცდა მხოლოდ ამ ორი გუნდის შიდა დაპირისპირების საზღვრებს, მაგრამ ახლაც, 21-ე საუკუნეშიც, გამორიცხულია “მეთოფეებისა” და “ეშმაკების” მატჩი ვინმემ მორიგი უიქ-ენდის მორიგ მატჩად მიიჩნიოს. გადავწყვიტეთ, თქვენთვის, ბოლო ათწლეულში ამ გუნდებს შორის ჩატარებული 10 ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა წარმოგვედგინა.

25 ნოემბერი, 2001: არსენალი 3-1 მანჩესტერ იუნ.

ჰაიბერული მატჩი, რომლის დავიწყებასაც “იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კიპერი, ფაბიენ ბარტეზი ალბათ დღესაც უშედეგოდ ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი სეზონის პირველ ნახევარში შედგა, “არსენალიც” და “მანჩესტერიც” ტრადიციულად ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და შეხვედრას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.

მე-80 წუთამდე მატჩი მშვიდად მივიდა. ანგარიში მე-14 წუთზე პოლ სქოულზმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი წონასწორობა ფრედი ლიუნბერგმა აღადგინა. მე-80 და 85-ე წუთებზე კი ფაბიენ ბარტეზმა ორი “სასწაული” ჩაიდინა და ტიერი ანრის შობამდე ზუსტად ერთი თვით ადრე უძღვნა საშობაო საჩუქრები.

8 მაისი, 2002: მანჩესტერ იუნ. 0-1 არსენალი

შეხვედრა, რომელშიც “იუნაიტედის” მიზანი მიზერული საჩემპიონო შანსების შენარჩუნება, “არსენალისთვის” კი ტიტულის საძულველი მეტოქის სტადიონზევე მოპოვება იყო.

“მეთოფეები” ამ მატჩს 11 მატჩიანი გამარჯვებების სერიით შეხვდა, ამ რბოლის შეჩერება ვერც “ოლდ ტრაფორდულმა” ტრიბუნებმა შეძლეს, სილვიან ვილტორის გოლით ვენგერმა და კომპანიამ 1:0 მოიგეს.

არსენალი ჩემპიონი გახდა და მანჩესტერშივე გამართული ზეიმი ლონდონელთა ფანებს ალბათ არც არასდროს დაავიწყდებათ, მითუმეტეს, რომ “იუნაიტედმა” ის სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა. ცნობისთვის, ამაზე ცუდი შედეგი “მანჩესტერს” პრემიერლიგის დაარსებიდან მოყოლებული არ ჰქონია…

16 აპრილი 2003: არსენალი 2-2 მანჩესტერ იუნ.

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც პრემიერლიგის დასრულებამდე სულ რამდენიმე ტურით ადრე გაიმართა და ტიტულის მოსაპოვებლად მიმდინარე უშეღავათო ბრძოლაში უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა.

ჯერ კიდევ მარტში “მეთოფეები” “მანჩესტერთან” 8 ქულიანი უპირატესობით იწონებდნენ თავს, მაგრამ “ეშმაკებმა” შეძლეს და ამ მატჩისთვის უკვე თავად იყვნენ წინ სამი ქულით, თუმც “არსენალს” ერთი შეხვედრა ჩასატარებელი ჰქონდა და ბურთების შეფარდებითაც მეტოქეზე წინ გახლდათ, რაც გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად ლონდონელთა ტრიუმფს ნიშნავდა პრემიერლიგაში.

მატჩი რუუდ ვან ნისტელროის სოლო რეიდით და გატანილი გოლით დაიწყო, რასაც ტიერი ანრის დუბლი და რაიან გიგზის გოლი მოჰყვა. მატჩის მნიშვნელობას ხაზი სოლ კემპბელის გაძევებამ გაუსვა. საბოლოოდ, 2:2, რამაც გული უფრო “იუნაიტედის” ქომაგებს დასწყვიტა, თუმცა სულ ტყუილად. მალე, სემ ელერდაისის “ბოლტონი” “არსენალს” შოკში ჩააგდებს და “მანჩესტერს” მისცემს შანსს, რომელსაც, როგორც წესი, ალექს ფერგიუსონი ყოველთვის იყენებდა ხოლმე…

 21 სექტემბერი 2003: მანჩესტერ იუნ. 0-0 არსენალი

 ნულოვანი ფრით დასრულებული მატჩის ამ სიაში მოხვედრა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს გახლდათ შეხვედრა, რომელმაც პრემიერლიგის ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მატჩში მთავარი მოვლენა უკანასკნელ წუთზე მოხდა, როცა მარტინ კეონმა დიეგო ფორლანი საჯარიმოში წააქციადა “იუნაიტედის” ერთ-ერთმა ლიდერმა და პენალტების უბადლო შემსრულებელმა რუუდ ვან ნისტელროიმ ბურთი ხარიხას გაარტყა…

მარტინ კეონი და თითქმის მთელი “არსენალი” ჰოლანდიელთან მიიჭრა და დაახლოებით იმ ფრაზას უყვიროდა, ქართულად “სამართალმა პური ჭამა”-დ რომ ითარგმნება, შედეგად, შეხვედრის ხმაურიანი დასასრული და ამ ორი გუნდის გულშემატკივარს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა მივიღეთ, თავად ნისტელროი კი წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარებს, რომ ეს მომენტი მის კარიერაში ერთ-ერთია იმ იშვიათთაგან, რომლის გახსენებაზეც ყველაფრის ხალისი ეკარგება და ოცნებობს, კიდევ ერთხელ დადგეს პენალტის ნიშნულთან, მაგრამ…

24 ოქტომბერი, 2004: მანჩესტერ იუნ. 2-0 არსენალი

წინა მატჩიდან ზუსტად 13 თვის შემდეგ “არსენალი” “ოლდ ტრადორდზე” საოცარი რეკორდით, 49 მატჩიანი წაუგებელი სერიით დაბრუნდა. შეხვედრა უგოლოდ მიმდინარეობდა და საინტერესო ბევრი არც არაფერი ხდებოდა, სანამ საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე “იუნაიტედის” მაშინ ჯერ კიდევ ახალწვეული უეინ რუნი საჯარიმოში არ წაიქცა და მიკ რაილიმ რუუდ ვან ნისტელროის წინა წლის უიღბლობის დავიწყების საშუალება არ მისცა, რაც “რუდი გოლმა” გამოიყენა კიდეც.

მატჩის ბოლოს რუნიმ უკვე თავისი გოლი გაიტანა და “მანჩესტერმა” დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმც დასამახსოვრებელი არა იმით, რაც ამ წუთას გაიფიქრეთ, 49 მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულებასთან ერთად იმ წელს არსენ ვენგერისთვის კიდევ ერთი რამ დასრულდა, თანაც ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით, მას შემდეგ “მეთოფეები” “ოლდ ტრაფორდზე” ჩემპიონის რანგში აღარ ჩასულან…

1 თებერვალი, 2005: არსენალი 2-4 მანჩესტერ იუნ.

შეხვედრა, რომელიც ამ სიაში უფრო მისი სანახაობრიობის გამო შევიყვანეთ, ვიდრე სატურნირო ცხრილში არსებული დაპირისპირების და ამ მხრივ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ტრილერის პირველი ტაიმი “არსენალმა” 2:1 მოიგო. “ეშმაკებიდან” გოლი რაინ გიგზმა გაიტანა, მასპინძელთა რიგებში კი თავი დენის ბერგკამპმა და პატრიკ ვიეირამ გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში “მანჩესტერი” საკუთარ თავს ნაკლებად ჰგავდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი კრისტიანო რონალდოს კარიერის ადრეულ ეტაპზე, რომელშიც მან ორი წუთის ინტერვალით ორჯერ დაამწუხრა ლონდონური პუბლიკა, საკონტროლო გასროლა და ჯონ ო’შიმ განახორციელა, რომელმაც ალმუნიას კარი მისთვის უჩვეულო სტილში დალაშქრა და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა.

გეხსომებათ ალბათ, იმ წელს პრემიერლიგა ვერც “არსენალმა” მოიგო და ვერც “მანჩესტერმა”, ეს ხომ ჟოზე მაურინიოს “არისტოკრატიული” ერის დასაწყისი გახლდათ…

12 მაისი, 2005: არსენალი 0-0 მანჩესტერ იუნ. (5-4 პენ.)

მიუხედავად პრემიერლიგაში წარუმატებლობისა, “არსენალსაც” და “მანჩესტერსაც” სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულების შანსი ასოციაციის თასის ფინალში მიეცათ, რომელიც უკეთ “მეთოფეებმა” გამოიყენეს.

ბევრის გასაკვირად, შეხვედრა “იუნაიტედის” სრული უპირატესობით წარიმართა და ის, რომ “არსენალის” კარში გოლი არ გავიდა, საფეხბურთო ფორტუნის დამსახურებაა. ლონდონელებს 120 წუთის შემდეგ დანიშნულ საფეხბურთო ლატარეაშიც გაუმართლათ, გადამწყვეტი პენალტი პოლ სქოულზმა გააფუჭა, სანუკვარი ჯილდო თავსზემოთ პატრიკ ვიეირამ აღმართა, “მანჩესტერმა” კი სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.

 21 იანვარი, 2007: არსენალი 2-1 მანჩესტერ იუნ.

“იუნაიტედი” “ემირეითსზე” გამართული ამ მატჩის სადავეებს სრულად აკონტროლებდა და უეინ რუნის გოლით იგებდა კიდეც, როცა ჯერ რობინ ვან პერსიმ გაათანაბრა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ტიერი ანრიმ ბრწყინვალე თავურით გამარჯვება მოუტანა “არსენალს”.

მიუხედავად იმ სეზონში “არსენალთან” ორივე მატჩის წაგებისა, “მანჩესტერმა” შეძლო და ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მოიპოვა პრემიერლიგის უპირველესი გუნდის ტიტული, რასაც შემდეგ წლებში კიდევ რამდენიმე დიდი გამარჯვება მოჰყვა. ზემოთ “მაურინიოს” “არისტოკრატული” ერა ვახსენეთ, ამ სეზონიდან კი უკვე ალექს ფერგიუსონის რიგით უკვე მერამდენე, ახალი მანჩესტერული კრებული იკრებდა ძალებს, კრისტიანო რონალდოს მეთაურობით.

5 მაისი, 2009: არსენალი 1-3 მანჩესტერ იუნ.

შეხვედრა, რომელმაც “არსენალის” უამრავ ფანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრის იმედები დაუსამარა.

ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველი ნახევარფინალი ოლდ ტრაფორდზე “მანჩესტერის” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, რაც “არსენალს” სანუკვარი მიზნის მიღწევის არცთუ მცირე შანსებს აძლევდა, მაგრამ ეს შანსი მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე გაანიავეს, როცა ჯერ ჯი-სუნგ პარკმა ისარგებლა კირან გიბსის შეცდომით, შემდეგ კი ალმუნიამ ვერ შეძლო რონალდოს ჯარიმის მოგერიება.

რონალდომ კიდევ ერთი გოლი ბრწყინვალე კონტრშეტევის შემდეგ გაიტანა, ანგარიში 3:0 გახადა და “არსენალის” ყველა მცდელობამ, მდგომარეობის გამოსწორებისა, აზრი დაკარგა. ერთადერთი რამ, რასაც “მანჩესტერის” ზეიმის გაუფერულება შეეძლოთ, ფარენ ფლეტჩერის გაძევება გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ შოტლანდიელი ფინალში ვერ ითამაშებდა.

როცა რობინ ვან პერსიმ პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა, სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო. ფერგიუსონის შეგირდები თავაწეულები გაემართნენ რომში, ბოლო ორ სეზონში მეორე ჩემპიონთალიგური ფინალის სათამაშოდ, რომელშიც ისინი “ბარსელონასთან” დამარცხდებიან…

 

28 აგვისტო, 2011: მანჩესტერ იუნ. 8-2 არსენალი

მატჩი, რომელშიც ძალიან დასუსტებული “არსენალი” ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე კარგ ფორმაში მყოფ “იუნაიტედს” ეწვია და შედეგიც შესაბამისი მიიღო. პერიპეტიების გახსენებას აზრი არ აქვს, მითუმეტეს, რომ “მეთოფეთა” ქომაგებს მის გახსენებას ალბათ ყველა სხვა მარცხის კიდევ ერთხელ განცდა ურჩევნიათ, თუმცა მეორეს მხრივ, “მანჩესტერელ” ფანებს, კიდევ დიდხანს გაჰყვებათ საამაყოდ, ამ შედეგს “არსენალი” ალბათ კიდევ ძალიან, ძალიან დიდი ხანი ვერ გაიმეორებს.

ვნახოთ რა იქნება ზეგ, როცა ორი დიდი გუნდი კიდევ ერთხელ შეხვდება ერთმანეთს და თუ “იუნაიტედი” “სიტისთან” ჩამორჩენის გაბათილებას ეცდება, “არსენალის” მიზანი საჩემპიონო ბრძოლაში ჩაბმა იქნება. შეხვედრას განსაკუთრებულ ელფერს კიდევ ერთი, უფრო სწორად ორი ფაქტორი სძენს, ორივე ამ გუნდს ხომ თავისი ლეგენდა, “მეთოფეებს” ტიერი ანრი, მანჩესტერელებს კი უბერებელი პოლ სქოულზი დაუბრუნდა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა