დიდი სიახლე – მალე, სფფ-ის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია

თარიღი: ივლისი 18, 2014

სულ მალე, ფუნქციონირებას დაიწყებს სფფ-ის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. ეს უმნიშვნელოვანესი სიახლე მედიას საგანგებო პრესკონფერენციაზე სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ჩხეიძემ და სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა – ირაკლი ნაკაიძემ გააცნეს. სწორედ, ირაკლი ნაკაიძე უხელმძღვანელებს აკადემიას.

ეს მასშტაბური პროექტი უეფას პატრონაჟით ხორციელდება და საპილოტე ვერსიაა. უეფამ თავად აარჩია სამი ევროპული ქვეყანა და ჩვენდა სასიხარულოდ, მათ შორის საქართველოც.

ცოტა ხნის წინ, ნიკოლოზ ჩხეიძე, ირაკლი ნაკაიძე და რამდენიმე ქართველი მწვრთნელი უეფაში იმყოფებოდნენ, სადაც მიშელ პლატინისაც შეხვდნენ და ამ მასშტაბურ პროექტზე ისაუბრეს. სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის კურატორი ფრანგი სპეციალისტი – ჟან-ფრანსუა დომერგი იქნება, რომელიც თბილისში აგვისტოს ბოლოს ჩამოვა და ქართველ კოლეგებთან ერთად შეუდგება საქმეს.

წელს, აკადემიაში მიიღებიან 2000-2001 წელს დაბადებული მოზარდები. სწავლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. სასწავლო პროგრამა მთლიანად უეფას მიერაა შემუშავებული. სექტემბერში სფფ მზად იქნება პირველი ნაკადის მისაღებად. მანამდე კი, ჩატარდება შესარჩევი ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორშაბათიდან, 21 ივლისიდან, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია, რომელსაც მსურველები შეავსებენ და გამოგზავნიან. ანკეტის შესავსებად, ასევე, შეგიძლიათ სფფ-ის ოფისში მოსვლაც.

დასაწყისისთვის, მოზარდები იცხოვრებენ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“; უზრუნველყოფილნი იქნებიან უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით, მიიღებენ აკადემიურ განათლებას. მოკლედ, სფფ-ის ახალი პროექტი ძალიან ამბიციური, საინტერესო და სასარგებლოა.

სამომავლოდ, აკადემია უნდა განთავსდეს თბილისთან ახლოს. სავარაუდოდ, მცხეთაში ან საგურამოში. უახლოეს დღეებში, ეს საკითხიც გაირკვევა და იურიდიული დეტალების მოგვარების შემდეგ, მშენებლობა დაიწყება. 2015 წლის მაისისთვის კი, აკადემია სრულად აღჭურვილი დაიწყებს ფუნქციონირებას. ყველაფერი უეფას სტანდარტების მიხედვით გაკეთდება.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სანჩოს “ბორუსიას” დატოვება სურს, “ლივერპული” საქმის კურსშია

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯეიდონ სანჩოს გერმანიის საზღვრების დატოვება სურს. მისი გადაბირების მსურველთა სიას კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დევიდ ბექჰემის “ინტერის” მომდევნო სამიზნე ლუკა მოდრიჩია

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, შესაძლოა, “ინტერ მაიამის” ფეხბურთელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი: “ტელეფონის მაღვიძარის მელოდიაზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მაქვს შერჩეული

“სალსბურგის” 19 წლის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა მორიგი სახალისო კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ ყოველ დილას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ახლა დაუბრუნდით ბეისბოლის ყურებას” – იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გალაქსი” ოფიციალურად დატოვა. შვედმა თავდამსხმელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიბო კურტუა: “მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ”

ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა, რომელიც მადრიდის “რეალში” გადაბარგების შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლში არაერთხელ გახვეულა, თვლის, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა მესიმ მეტოქეს მაისურის გაცვლა სთხოვა

“ბარსელონას” სუპერვარკსვლავ ლიონელ მესის მეტოქეები მაისურს ხშირად სთხოვენ, თუმცა თავად მან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს სთხოვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას აკეთებდა კარიმ ბენზემა “ეიბართან” მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “ეიბარი” 0:4 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ბენზემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტიაგო სოლარი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი და ექს-მწვრთნელი სანტიაგო სოლარი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა. “მარკას” ცნობით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე ფორმა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე სათამაშო ფორმა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში […]...
წაკითხვა