დიდი სკანდალი გერმანიაში – სოლომონ კალუს ვიდეო “ჰერტას” გასახდელიდან
ბერლინის “ჰერტამ” სალომონ კალუ დააჯარიმა, რისი მიზეზიც კოტდიუვარელი ფეხბურთელის მიერ გუნდის გასახდელში გადაღებული ვიდეო გახდა.
კლუბსა და გერმანიის საფეხბურთო ლიგას კალუს გადაღებულ ვიდეოზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ. 34 წლის თავდამსხმელი გასახდელიდან სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში ჩაერთო. ვიდეოში ჩანს, რომ კალუ თანაგუნდელებთან დისტანციას არ იცავს, მათ ხელს ართმევს, ერთ-ერთ ფეხბურთელს კი კორონავირუსის ტესტის გაკეთებაშიც შეუშალა ხელი.
მართალია, კალუმ ვიდეო მალევე წაშალა, მაგრამ მისი ნახვა უამრავმა ადამიანმა მოასწრო, კადრები კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
“ჰერტას” განცხადება: “კალუმ ეს ვიდეო გუნდის გასახდელში გადაიღო, მან დაარღვია შიდა წესები და მოიქცა ისე, როგორც “ჰერტას” არ შეეფერება. ამის გამო, კლუბმა ფეხბურთელს ვარჯიშებსა და მატჩებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.”
სალომონ კალუს განცხადება: “ვწუხვარ, რომ კორონავირუსი სერიოზულად არ მივიღე. ამის გამო, ბოდიშს ვიხდი. რეალობა სხვაგვარია. მე ნამდვილად ვღელავ აფრიკელებზე, აფრიკაში ჯანდაცვის სისტემა ისეთი არ არის, როგორიც გერმანიაშია. იმ მომენტში გახარებული ვიყავი, რომ ტესტზე უარყოფითი პასუხი მომივიდა. ასევე, ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ვიდეოში გამოჩნდა და არ იცოდნენ, რომ პირდაპირ ეთერში ვიყავი. არ მინდოდა, ისინი ასეთ სიტუაციაში ჩამეგდო.
გერმანიის ბუნდესლიგა სეზონის გაგრძელებისათვის ემზადება. საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა მთავრობის თანხმობას ელოდება. გუნდები უკვე ვარჯიშობენ. კორონავირუსის ტესტი გერმანიის პირველი და მეორე ბუნდესლიგის ყველა გუნდის ფეხბურთელს ჩაუტარდა. დადებითი პასუხი ათ მოთამაშეზე მიიღეს. ახლა ტესტირების მეორე ეტაპი იწყება.
გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალუს გავრცელებული კადრების შემდეგ, ბუნდესლიგის განახლების გადაწვყეტილების მიღება კიდევ უფრო საეჭვო გახდა.
Salomon Kalou ending Bundesliga season in under 10 Minutes | part 1 (1080p / HD) pic.twitter.com/Tylb97Zcy3
— Louis (@regionalkapital) May 4, 2020
— Louis (@regionalkapital) May 4, 2020
— Louis (@regionalkapital) May 4, 2020
— Ciudadano del Mundo 🗺 (@ASAPablo_) May 4, 2020