დიდიე დეშამი: “ფინალში ვართ და ტიტულის ბედი ჩვენს ხელშია”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ წარმატების შესახებ ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ისაუბრა.
“ეს სიხარული, ბედნიერება და სიამაყეა. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩი ჩავატარეთ. სირთულეები გვქონდა, თუმცა უკან არ დაგვიხევია. მეორე ტაიმში სიტუაციას უკეთ ვაკონტროლებდით.
სამ დღეში ფინალია. დრო ძალიან სწრაფად გარბის, ამიტომ ამ გამარჯვებით დატკბობა უნდა მოვასწროთ. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა კვირას გველის. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ფეხბურთელების. ეს მათი გამარჯვებაა, ეს მათი ისტორიაა. ვეცდებით, რომ ფინალურ მატჩს ოპტიმალური კონდიციებით შევხვდეთ.
ჩვენ უკვე შევედით ისტორიაში. საფრანგეთის ნაკრებს გერმანია დიდი ხანია დამარცხებული არ ჰყავდა, მაგრამ ამას დღეს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ ფინალში ვართ და ტიტულის ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენს გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ის უყვარდეთ”, – ციტირებს დეშამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.