დიდიე დეშამი: “ფინალში ვართ და ტიტულის ბედი ჩვენს ხელშია”

თარიღი: ივლისი 8, 2016

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ წარმატების შესახებ ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ისაუბრა.

“ეს სიხარული, ბედნიერება და სიამაყეა. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩი ჩავატარეთ. სირთულეები გვქონდა, თუმცა უკან არ დაგვიხევია. მეორე ტაიმში სიტუაციას უკეთ ვაკონტროლებდით.

სამ დღეში ფინალია. დრო ძალიან სწრაფად გარბის, ამიტომ ამ გამარჯვებით დატკბობა უნდა მოვასწროთ. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა კვირას გველის. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ფეხბურთელების. ეს მათი გამარჯვებაა, ეს მათი ისტორიაა. ვეცდებით, რომ ფინალურ მატჩს ოპტიმალური კონდიციებით შევხვდეთ.

ჩვენ უკვე შევედით ისტორიაში. საფრანგეთის ნაკრებს გერმანია დიდი ხანია დამარცხებული არ ჰყავდა, მაგრამ ამას დღეს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ ფინალში ვართ და ტიტულის ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენს გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ის უყვარდეთ”, – ციტირებს დეშამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება კეილორ ნავასი ამჟამად (ფოტო)

12 ივლისს, “პარი სენ-ჟერმენმა” “ლე ავრთან” ამხანაგური მატჩი გამართა და 9:0 გაიმარჯვა. პარიზელთა მეკარე, კეილორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერში 80 მილიონს გადაიხდის

ვიქტორ ოსიმჰენი ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერშიც “ნაპოლი” უახლოეს 48 საათში ფრანგულ “ლილს” 81 მილიონ ევროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას სათავო ოფისში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა 38 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა. ბაროშს ბოლო პერიოდში აქილევსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკარდიმ “ინტერის” დატოვების მიზეზები განმარტა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ მილანის “ინტერიდან” წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მაისში არგენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 20 წლის წინ: დისკეტებით შესწავლილი მეტოქე და კარში მდგარი გმირი

ზუსტად 20 წლის წინ, ამ დღეს, იტალიის ეროვნულმა გუნდმა “ამსტერდამ არენაზე” ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად ამ დღეს, 12 წლის წინ: ევროპის ჩემპიონატის ფინალი (ვიდეო)

29 ივნისი, 2008 წელი ევროპის 2008 წლის ჩემპინატის ფინალი ესპანეთი 1-0 პორტუგალია გოლი: ტორესი 33′ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” პრეზიდენტი: “რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო აღარ არის”

“ლიონის” პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ საკმაოდ სარისკო განცხადება გააკეთა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ში კორონავირუსის კვალი ოთხ წევრს აღმოაჩნდა

ორიოდე დღის წინ “პარი სენ-ჟერმენმა” საკარანტინო პერიოდი დაასრულა და ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ. კლუბის ყველა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ცრემლები ვერ შევიკავე” – კეიტა ბალდე 80 სენეგალელს დაეხმარა

“მონაკოს” გარემარბმა, კეიტა ბალდემ, პრესასთან საუბრისას ესპანეთში მომუშავე სენეგალელებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. როგორც ცნობილი ხდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის გოგო გაშიშვლდა (ფოტო)

“პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდ ნეიმარის გელფრენდმა, 28 წლის მოდელმა ნატალია ბარულიჩმა სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო: “მბაპე ჩემ თავს მაგონებს”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ იმის შესახებ ისაუბრა, უღირს თუ არა მადრიდის “რეალს” კილიან მბაპეს (“პარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფამ საქართველო-ბელარუსის მატჩის ჩატარების თარიღი დაასახელა

დღეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ყრილობა გაიმართა, სადაც საკლუბო და სანაკრებო ტურნირების მატჩების ჩატარების თარიღები დასახელდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრების თავკაცად 2024 წლამდე

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. მხარეებს შორის […]...
წაკითხვა