დიდიე დეშამი: “რაბიო ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია”
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრების რეზერვში ყოფნაზე. მის ამ ნაბიჯს დიდიე დეშამი საჯაროდ გამოეხმაურა.
“ფეხბურთელებს უფლება აქვთ, საკუთარი გადაწყვეტილებები თავად მიიღონ. მესმის, რომ თავს იმედგაცრუებულად გრძნობს. მე არჩევანს სპორტულ ასპექტებზე დაყრდნობით ვაკეთებ. რაბიომ შეცდომა დაუშვა, რამაც, შესაძლოა, მის მომავალზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
ის უკმაყოფილოა, რადგანაც ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია, უკეთ თამაშობს. რატომაც არა? მას ყველანაირი უფლება აქვს, ასე იფიქროს. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მიმდინარე სეზონში ნაკრებში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩს გადახედავს.
ნზონზი ავირჩიე, რადგანაც ჩემს სისტემაში, შემიძლია, მას სხვა დავალებებიც მივცე. არამგონია, რაბიო დაბრუნებაზე ფიქრობდეს, უახლოეს მომავალში მაინც. ფეხბურთელებისთვის ნაკრები უპირველესი რამ უნდა იყოს. როგორც ჩანს, რაბიო ასე არ ფიქრობს,” – განაცხადა დეშამმა.