დიდიე დროგბამ თასის ფინალში დამარცხების შემდეგ კარიერა დაასრულა
ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ თავისი ბრწყინვალე კარიერა მას შემდეგ დაასრულდა, რაც მისი კლუბი “ფენიქს რაიზინგი” “ლუიზვილ სიტისთან” დამარცხდა USL თასის ფინალში.
სწორედ ეს მარცხი აღმოჩნდა დროგბას მრავალფეროვანი კარიერის წერტილი. კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის კარიერის ზენიტად კი, რასაკვირველია, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახლდათ, სადაც მან “ბაიერნს” ბოლო წუთებზე გაუთანაბრა და გადამწყვეტი პენალტიც შეასრულა.
“ლონდონის მეფეს”, როგორც მას “არისტოკრატები” ეძახდნენ, პრემიერ ლიგის ოთხი ტიტული, ოთხი FA თასი და თურქეთის ჩემპიონის წოდება აქვს მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ 40 წლის ასაკში მყოფი დიდიე დროგბა “ფენიქსის” ერთ-ერთი ლიდერი გახდა და თასის ბოლო სამ მატჩში სამი გოლი უგროვდება.