დიეგო გოდინი “ინტერში” მიდის
მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი დიეგო გოდინი კარიერას, სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. კერძოდ, ურუგვაელი ფეხბურთელი მილანის “ინტერში” გადავა.
33 წლის გოდინს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ. შესაბამისად, ურუგვაელი მცველი “ატლეტიკოს” ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
“ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ დიეგო გოდინი “ინტერთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი ჯამაგირის სახით 6,75 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აქედან 4 მილიონი საბაზისო ხელფასია, თანხის დანარჩენი ნაწილი კი პრემიების სახითაა წარმოდგენილი.
დიეგო გოდინი “ატლეიტკოში” 2010 წლიდან თამაშობს. მან მიმდიანრე სეზონში მადრიდული გუნდის ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.