დიეგო კოშტა: “გრიზმანი მესისა და სუარესთან ერთად თამაშზე ოცნებობდა”

თარიღი: სექტემბერი 11, 2019

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით.

“გულწრფელად გეტყვით, მე არ მიცდია გრიზმანი დამერწმუნებინა იმაში, რომ დარჩენილიყო. ჩემი აზრით, ყველამ ის ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელსაც საუკეთესოდ მიიჩნევს.

როდეესაც მივხვდი, რომ ჩემი წასვლის დრო იყო მოსული, “ჩელსიში” გადავედი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. კლუბიდან წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ კლუბით უკმაყოფილო ხარ, უბრალოდ შენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება.

გრიზმანი მესისა და სუარესთან ერთად თამაშზე ოცნებობდა, ეს ყველამ იცოდა და სრულად ბუნებრივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,” – აცხადებს დიეგო კოშტა.

მსგავსი სიახლეები