დიეგო კოშტა: “მოურინიოს და დელ ბოსკეს დაპირისპირება არ მსურს”
ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა დიეგო კოშტამ განაცხადა, რომ რომ ჟოზე მოურინიოს და ვისენტე დელ ბოსკეს შორის კონფლიქტური სიტუაციის შექმნა არ სურს.
პორტუგალიელ სპეციალისტს არ სურს, რომ კოშტამ სლოვაკეთთან და ლუქსემბურგთან გასამართ სანაკრებო მატჩებში მიიღოს მონაწილეობა. მოურინიო თვლის, რომ ფორვარდს დაძაბულობის მოსახსნელად ორკვირიანი დასვენება სჭირდება.
“მოურინიოსა და დელ ბოსკეს შორის ომი არ იქნება. ახლა სიმშვიდე მჭირდება, რომ “ჩელსის” და ესპანეთის ნაკრებს წარმატება მოვუტანო. იმედი მაქვს ყველაგერი კარგად იქნება” – განაცხადა კოშტამ.
25 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის სასტარტო 6 ტურში 8 გოლის გატანა მოახერხა.