დიეგო კოშტა, შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დაისაჯოს

თარიღი: სექტემბერი 21, 2015

დიდი შანსია, ესპანელი თავდამსხმელი “არსენალთან” მომხდარი ინციდენტიდან ადვილად ვერ გამოძვრეს.

როგორც ცნობილია, დღეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია დიეგო კოშტას ინციდენტზე იმსჯელებს, რომელიც პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში მოხდა.

მოგეხსენებათ, გასულ მატჩში ესპანელი ფორვარდი გაბრიელ პაულისტას მიმართ პროვოცირებული ქმედებებით გამოირჩეოდა. აგრეთვე, ის ლორან კოშელნის წინააღმდეგაც უხეშობდა.

აქედან გამომდინარე, კოშტას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, იტყობინება გამოცემა The Telegraph.

შეგახსენებთ, საბოლოოდ, მატჩი “ჩელსისა” და “არსენალს” შორის ჟოზე მოურინიოს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები