დიეგო კოშტას, შესაძლოა, 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური დისციპლინარული კომიტეტი გამოყო, რომელმაც უკვე დაიწყო მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, დიეგო კოშტას, საქმის გამოძიება.
“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში დიეგო კოშტამ მატჩის მთავარ არბიტრ ხესუს ხილ მანსანოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც წითელ ბარათად დაუჯდა.
როგორც ცნობილი ხდება, “როხიბლანკოს” ესპანელი შემტევი, შესაძლოა, 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ყველაფერი კი დისციპლინალური კომიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – 94-ე მუხლის თანახმად, მსაჯის შეურაცხყოფისთვის ფეხბურთელი 4-12 მატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს.
| 🛑🛑🛑 |
Diego Costa has been shown a red card!
Atletico Madrid are down to 10 men against Barcelona 😬#BarcaAtleti pic.twitter.com/dPPhCylOwW
— Eleven Sports (@ElevenSports_UK) April 6, 2019