დიეგო კოსტა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 1, 2016

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოსტა ინგლისის თასის გათამაშებაზე ლივერპულის “ევერტონის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას არასათანადო ქცევის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ჯარიმის სახით 20 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც დააკისრეს.

გარდა ამისა, გაესპანელებულმა ფორვარდმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან გაფრთხილებაც მიიღო. ამრიგად, დიეგო კოსტა ხვალ “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოსტას კონფლიქტი “ევერტონის” ნახევარმცველ გარეტ ბერისთან მოუვიდა. თავიდან გავრცელებული ცნობით, “ჩელსის” თავდამსხმელმა ინგლისელ ფეხბურთელს უკბინა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები