დიეგო კოსტა: “იმედია, ეს მხოლოდ პირველი ტიტულია ბევრ მოსაგებ თასს შორის”
გუშინ ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის ლიგის თასის ფინალში თანაქალაქელი “ტოტენჰემ ჰოთსპური” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ეს დიეგო კოსტასთვის “პენსიონერთა” რიგებში მოგებული პირველი ტიტულია. გაესპანელებული ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ “ჩელსის” შემადგენლობაში კიდევ ბევრ თასს დაისაკუთრებს.
“იმედი მაქვს, ეს მხოლოდ პირველი ტიტულია ბევრ მოსაგებ თასს შორის. ძალიან მეამაყება და გახარებული ვარ.
რა თქმა უნდა, მეორე გოლი მე გავიტანე. აბა, სხვას ვის უნდა გაეტანა”, – ციტირებს დიეგო კოსტას სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ მატჩში გასული მეორე გოლი არა დიეგო კოსტას, არამედ “ტოტენჰემის” მცველ კაილ უოკერს ავტოგოლად ჩაუთვალეს.