დიეგო კოსტა: “ლონდონში ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი არ ვარ”
“ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოსტა გამოტყდა, რომ ლონდონში ცხოვრებით კმაყოფილი არ არის.
“ჩელსისთან” გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ორი წლის შემდეგ ეწურება. კლუბმა, ფანებმა და თანაგუნდელებმა ბევრი რამ მომცეს და აქ ყოფნით თავს ბედნიერად ვგრძნობ. მე ვარ გუნდში, რომელიც იგებს და მოტივაციას მძენს.
გასული სეზონი არც ჩემთვის და არც “ჩელსის” დანარჩენი ფეხბურთელებისთვის კარგი არ ყოფილა. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე გათამაშება უკეთესი იქნება და ტიტულებს მოვიგებთ. ფეხბურთელს ყოველთვის უნდა იმ გუნდში დარჩენა, რომელიც იგებს.
“ჩელსიში” ყოფნით თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ლონდონში ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ”, – განაცხადა დიეგო კოსტამ SFR Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.