დიეგო კოსტას ძმა: “დიეგო ბავშვობიდან ემოციური იყო, წაგებას ვერ იტანდა”
ლონდონის “ჩელსის” ფორვარდ დიეგო კოსტას ძმამ, ჯაირ კოსტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელის ემოციურობა არ აკვირვებს. შეგახსენებთ, რომ კოსტამ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) ჯერ ლორან კოსელნის უთავაზა სახის არეში, შემდეგ კი გაბრიელ პაულისტასთანაც იჩხუბა.
“დიეგო კოსტას ამბავი არ მაკვირვებს. ეს მისი ცხოვრების სტილია და ამის შეცვლა რთულია. იგი ადვილად გამოდის წყობილებიდან და ჩხუბს იწყებს.
ახლო ძმები ვიყავით, მაგრამ ფეხბურთთან დაკავშირებით ყოველთვის ვჩხუბობდით. ორივენი ემოციურები ვართ და ვცდილობდით, ერთმანეთზე უკეთესები ვყოფილიყავით. მას არასდროს არ უნდოდა წაგება. როდესაც მარცხდებოდა, ძალიან ბრაზობდა და მეტოქესთან ჩხუბს იწყებდა”, – ჯაირ კოსტას კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.