მარადონა: “მწვრთნელად ყოფნა, ფეხბურთელებთან მუშაობა და ჟურნალისტებთან ჩხუბი მენატრება”
დიეგო მარადონამ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დიდ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, ის დიდი სიამოვნებით ჩაიბარებს არგენტინის ნაკრებს, თუნდაც უფასოდ.
“დიეგო სიმეონე ნაკრებში მუშაობით არ იყო დაინტერესებული ფინანსური მიზეზების გამო. ჩემთვის ფული პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.
ეროვნულ ნაკრებს უფასოდაც დიდი სიამოვნებით გავწვრთნი.
ბევრს გონია, რომ ძვირადღირებული მწვრთნელი ვარ. მოურინიო? ანჩელოტი ან სიმეონე? არ ვიცი, რატომ მადარებენ ასეთ მწვრთნელებს.
სულ უფრო და უფრო მენატრება მწვრთნელის პოსტი. მენატრება ფეხბურთელებთან მუშაობა და ჟურნალისტებთან ჩხუბი.”