დიეგო მარადონამ ბოდიში მოიხადა
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ ფიფასა და მის პრეზიდენტს კოლუმბიასა და ინგლისის მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.
როგორც იცით, ინგლისის ნაკრებმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა. მარადონა კოლუმბიელებს ქომაგობდა, შეხვედრის შემდეგ კი მთავარი არბიტრი გააკრიტიკა: “დღეს მე მოედანზე ქურდობა ვიხილე. ამაში დარწმუნებული ვარ. ამ მსაჯს ბეისბოლის შესახებ ბევრი რამ ეცოდინება, მაგრამ მას ფეხბურთზე წარმოდგენა არ აქვს. პენალტის მომენტში კეინი უნდა დაჯარიმებული. რატომ არ გადაამოწმა მან ეს ვიდეორეფერისთან?”
დღეს არგენტინელმა სოციალურ ქსელ Instagram-ში განცხადება გამოაქვეყნა.
“კოლუმბიის ნაკრების მარცხის შემდეგ, რამდენიმე რამ ვთქვი და ვაღიარებ, ეს სიტყვები მიუღებელია. ფიფასა და მის პრეზიდენტს ბოდიშს ვუხდი. ზოგჯერ ჩემი პოზიციები მსაჯების გადაწყვეტილებებს არ ემთხვევა. მე მსაჯების საქმიანობას პატივს ვცემ”, – ვკითხულობთ მარადონას განცხადებაში.