დიეგო სიმეონე: “გრიზმანი “ატლეტიკოს” ერთგულია!”
კატალონიის “ბარსელონა” რომ ანტუან გრიზმანს შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს, ეს არავისთვისაა ახალი. თუმცა, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის ფრანგის გუნდში ყოლით ბედნიერია და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, საუკეთესო მოთამაშეების შესანარჩუნებლად.
“ატლეტიკოს” მესვეურები შესანიშნავად მუშაობენ. ისინი ხვდებიან, რა არის საუკეთესო კლუბისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ანტუანი ჩემი ფეხბურთელია. ჩემს ფიქრებს, მოლოდინებს, გეგმებს რეალობაზე ვაწყობ, ანუ იმაზე ვამყარებ იმედებს, რასაც ვხედავ. ხოლო, ახლა რეალობა ისაა, რომ ფრანგი გუნდის ნაწილია. იგი ძალიან ერთგულია!”
“გრიზმანი თავის გუნდელებს შესანიშნავად უგებს, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. ის ჩვენთვის დასაყრდენია. ვენდობი და მჯერა მისი,” – აცხადებს სიმეონე.