დიეგო სიმეონე: “კურტუა “ატლეტიკოს” ძირითადში ვერ მოხვდებოდა, ობლაკი უკეთესია”
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ სანაკრებო ბატალიების მიმდინარეობისას დრო გამონახა და პრესასთან რამდენიმე ძალიან საინტერესო საკითხზე ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის ტიბო კურტუასაც შეეხო, რომელიც წელს მადრიდის “რეალს” შეუერთდა.
“რა თქმა უნდა, ბოლოდროინდელი წარმატებები მოტივაციას კიდევ უფრო გვიმაღლებს. მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრო. ჩვენი მიზანი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ფინალის თამაშია, მაგრამ ახლა “ეიბართან” გასამართ მატჩზე ვფიქრობთ.
ახლა “ატლეტიკო” იმაზე უფრო ახლოს არის ტიტულების მოგებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რონალდუს წასვლის შემდეგ, რასაკვირველია, “რეალს” კიდევ უფრო მივუახლოვდით. თუ “რეალი” და “ბარსელონა” შეცდომებს დაუშვებენ, შეგვიძლია, ჩემპიონები გავხდეთ.
ფაქტი, რომ ობლაკი მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეს შორის არ შეიყვანეს, მაკვირვებს. ტიბო კურტუა (რომელიც საუკეთესო სამეულში იქნა შეყვანილი) “ატლეტიკოს” ძირითადში ვერ მოხვდებოდა – ობლაკი მასზე უკეთესია,” – აცხადებს დიეგო “ჩოლო” სიმეონე.