WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (310088) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დიეგო სიმეონე: “ტორესს ვთხოვე, ალონსოს შეჩერება ეცადა, გრიზმანს კი იგივე ვიდალზე ვუთხარი”

თარიღი: სექტემბერი 29, 2016

გუშინ ჩემპინთა ლიგის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში დიეგო სიმეონეს “ატელტიკომ” მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში, რომელიც “ატლეტიკომ” ჩემი მოსვლის დღიდან აჩვენა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელებს ვწვრთნი. მათ შესანიშნავად იასპარეზეს.”

“იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ რთულია, უნაკლოდ ითამაშო, როცა ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობ.”

“ბაიერნი” შესანიშნავი კლუბია, სადაც უმაღლესი დონის ვარსკვლავები თამაშობენ. არც კი მახსოვს მათ ბოლოს როდის წააგეს ამ მატჩამდე.”

“ტორესს დავავალე, რომ  ალონსო გაეჩერებინა, გრიზმანს კი იგივეს გაკეთება ვთხოვე არტურო ვიდალთან დაკავშირებით.”

“ფილიპ ლამს და ჟერომ ბოატენგს მე და ჩემი მოთამაშეები კარგად ვიუცნობთ და ამიტომ ვიცოდით, როგორ შეგვეტია მათ წინააღმდეგ, როგორ გვეპოვა ცარიელი სივრცეები. გოლიც ასე გავიტანეთ.”

“სულ ცოტა დაგვრჩა ჯგუფიდან გასასვლელად. ეს ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, რას ვიზამთ “როსტოვთან” რუსეთში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მერვედფინალის საგზური მალე გავინაღდოთ!” – თქვა სიმეონემ პრესკონფერენციაზე.



მსგავსი სიახლეები