„დილა“ 5:0 „გაგრა“

თარიღი: ივლისი 30, 2014

დღეს გორის „დილამ“ საკუთარ სტადიონზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილისშეგირდებმა ამჯერად პირველლიგელი გაგრა მიიღეს და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს მეტოქე.

შეხვედრა მთლიანად გორელთა უპირატესობით წარიმართა. თვალში საცემი გახლდათ „დილას“ ფეხბურთელების სწრაფი მოქმედება და ლამაზად გათამაშებული კომბინაციები. სწორედ ასეთი კომბინაციების შედეგი გახლდათ საწყის წუთებში გატანილი ორი გოლი.

პირველ შემთხვევაში მარცხენა მხრიდან გიორგი ბერიძის ჭკვიანური გრძელი გადაცემის შემდეგ,რომან ახალკაცმა ლამაზად დაუტოვა ბურთი ნიკა კვეკვესკირს, რომელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. ლამაზი სანახავი გახლდათ მეორე გატანილი ბურთიც, რომლის ასისტენტი კვლავ რომან ახალკაცი გახლდათ, ვის მიერაც მარჯვენა ფრთიდან ზუსტი გადაცემით ირაკლი მოდებაძემ ისარგებლა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა – 2:0.

პირველი ნახევრის ბოლოს კი ლუკა რაზმაძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი მოდებაძე გაგრელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, სადაც მცველმა „დილას“ მოიერიშეზე თამაშის წესები დაარღვია. თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად გამოიყენა – 3:0.

მეორე ნახევრის საწყის წუთებზე კვეკვესკირმა ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში ოთხამდე გაზარდა – 4:0. ამის შემდეგ გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლავთ გორელთა მეხუთე გატანილი ბურთი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ბიძინა მახარობლიძემ შორეული დარტყმით გაიტანა – 5:0. დარჩენილ დროში გორელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

აქვე გვინდა მოგახსენოთ, რომ „დილას“ რიგები დატოვა გულვერდ თომაშვილმა. ჩვენი კლუბის სახელით მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც პირად, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ გამართავს თბილისში „ბორის პაიჭაძის“ სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, კვახაძე (კაპ.), მჭედლიშვილი, ჯაფარიძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, წიქარიძე, ახალკაცი, ბერიძე, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აფხაზავა, ვ. ხორგუაშვილი, ლომიძე, ფალავანდიშვილი, ნოზაძე, რაფაელ ჩუკვურა, მახარობლიძე, კურმაშვილი, ერისთავი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„გაგრა“: რეჭია, სიჭინავა, ბიწკინაშვილი, ხარაბაძე, ჯგერენაია, ნოზაძე, ქარდავა, გურეშიძე, ცაცკრიალაშვილი, ზაქრაძე, ჯერემია.

შეცვლაზე შევიდნენ: გოგატიშვილი, მაჩაიძე, რამიშვილი, მელიქიშვილი, დანელიანი.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ სიჭინავა.

 

გოლები: კვეკვესკირი (6’) 1:0, მოდებაძე (11’) 2:0, კვეკვესკირი (35’; 47’) 4:0, მახარობლიძე (64’) 5:0.

გაფრთხილებები: გურეშიძე, მაჩაიძე.

 

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ინგლისში სტადიონებზე მაყურებლებს აბრუნებენ

2 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში კარანტინი სრულდება, რის შემდეგაც სპორტულ ღონისძიებებზე ოთხი ათასამდე მაყურებლის დასწრება შესაძლებელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანი: “ბარსელონამ” რომ მთოხოვს, თმას მაინც არ შევიჭრი”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კომენტარი საკუთარ ვარცხნილობაზე გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ სეზონს 11 ფეხბურთელით დავასრულებთ”

“ატალანტასთნ” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” პრემიერ ლიგის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანი EA Sports-ს დაუპირისპირდა

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი სახელისა და გამოსახულების უნებართვოდ გამოყენების გამო ვიდეოთამაშ FIFA-ს მწარმოებელ კომპანი...
წაკითხვა
ბლოგი

10 მცველი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა მცველები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლეს. გთავაზობთ ათეულს: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეხვდება “ლანჩხუთს” – ოთხი სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ოთხამდე შემცირდა იმ გუნდების სია, რომლებიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” პიკეს შემცვლელის ძებნა მოუწევს

“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი საქმიანობას 5 წლით ჩამოაშორა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ აჰმად აჰმადის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ აფრიკული [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი კიევში არ მიემგზავრება

ხვალ, 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში “ბარსელონა” სტუმრად კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია

“მილანის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, “ნაპოლისთან” მოგებულ მატჩში დაზიანება მიიღო. რამდენადაც ჩენთვის ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “იბრაჰიმოვიჩი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 10 წლის წინ იყო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “მილანთან” განცდილი მარცხის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკიმ კვარაცხელიას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის “რუნიბის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&hell...
წაკითხვა