„დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა, „ჩიხურამ“ „საბურთალო“ გაანადგურა
დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის 7 შეხვედრა.
ქობულეთში, ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. შეხვედრა, ფრედ, 2:2 დასრულდა.
უკვე მე-8 წუთზე ანგარიში ბათუმელებმა კამაზეცის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. თერთმეტ წუთში ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გაათანაბრა. პირველი ნახევრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე შონიამ „დინამოელებნი“ კვლავ დააწინაურა. 63-ე წუთზე კი მარცვალაძემ დუბლი შეასრულა და წონასწორობაც აღადგინა.
ამრიგად, „დილა“ 39 ქულით მეორე ადგილზეა და თბილისის „დინამოს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ლურჯ-თეთრები“ 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“, თანალქალაქელ „ლოკომოტივს“ შეხვდებიან. . რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“ 31 ქულით გუნდი მე-7 ადგილზე დაეშვა.
„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 2:2
გოლები: კამაზეცი 8′ (პენ), შონია 39′ – მარცვალაძე 19′, 63′
გაფრთხილებები: მიჰაილოვიჩი 58′ – ჩელებაძე 54′
სხვა შედეგები:
აღსანიშნავია „ჩიხურა“ – „საბურთალოს“ მატჩიც, რომელიც საჩერულმა კლუბმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.
„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 5:0
გოლები: ჭანკოტაძე 2′, 65′, კირკიტაძე 14′, სარდალიშვილი 41 (პენ), განუგრავა 90′
გაფრთხილებები: დობროვოლსკი 56′, განუგრავა 81′ – თოთაძე 41′, ცაწკრიალაშვილი 69′
„სამტრედია“ – „საპოვნელა“ 3:0
გოლები: ზივზივაძე 9′, მარკოზაშვილი 28′, ჯიქია 83′
გაფრთხილება: ჯიქია 65′
„ცხინვალი“ – „მერანი“ 1:1
გოლები: ქოჩლაძე 17′ – საბელაშვილი 19′
„ტორპედო“ – „ზუგდიდი“ 2:0
გოლები: კუხიანიძე 27′, კაპანაძე 90′
გაფრთხილებები: კუხიანიძე 27′ – ტყემალაძე 21′
„გურია“ – „შუქურა“ 0:0
„სიონი“ – „კოლხეთი“ 3:1
გოლები: ტატანაშვილი 27′, გოგინაშვილი 55′, ტატანაშვილი 90′ (პენ) – ნიქაბაძე 73′
გაფრთხილებები: საჯაია 61′, გოგობერიშვილი 75′, შალამბერიძე 79′ – თევზაძე 35′, თუხარელი 45′, სიჭინავა 52′, გოგონაია 82′
გაძევება: სეფიაშვილი 90′