”დილა” გიუმრიში გაემგზავრა
გორის ”დილა” სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩავიდა, სადაც ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპს განმეორებით შეხვედრას გამართავს. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ქართული კლუბის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.
გორის ”დილამ“ 5 ივლისს დილით ივარჯიშა და შემდეგ სომხეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ გიუმრის სასტუმროში დაბინავდა. გუნდი 6 ივლისს 16:30 წუთზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, ხოლო წვრთნის დაწყებამდე 15 წუთით ადრე პრესკონფერენციას.
აღნიშნულ მატჩს ლიტველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი სერგეუს სლივა, ასისტენტები: საულიუს დირდა და ვიტის სნარსკისი, მეოთხე მსაჯი კი იური პავსკოვსკი იქნება.
უეფას დელეგატი პოლონელი ლუკაშ ვაჩოვსკია წარდგენილი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი რუსი იური ბასკაკოვი.
როგორც მოგეხსენებათ, 7 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ქალაქ გიუმრის სტადიონზე, ადგილობრივ ”შირაქსა“ და გორის ”დილას“ შორის 17:00 საათზე გაიმართება.