“დილა”: “კოვტალიუკთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიგვიღია”
გორის “დილამ” გუნდის თავდამსხმელზე, მიკოლა კოვტალიუკზე გავრცელებული ყველანაირი ინფორმაცია უარყო, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში იწერება. Football24-ის ცნობით, კოვტალიუკით ესპანური გუნდი ინტერესდება და გორელები მასში 375 ათას ევროს ითხოვენ.
“ინფორმაცია არერთგვაროვანია და ზოგიერთი გამოცემის მტკიცებით ტრანსფერი უკვე შემდგარია, სახელდება სატრანსფერო თანხის კონკრეტული ციფრიც, თუმცა გვინდა ხაზგასმით დავაფიქსიროთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. მიკოლა კოვტალიუკი ამ დრომდე რჩება “დილას” მოქმედ ფეხბურთელად და მასთან დაკავშირებით კლუბს არანაირი კონკრეტული შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია, შესაბამისად არ შეესაბამება სიმართლეს თანხებთან დაკავშირებული კონკრეტული ნიუანსებიც. ვიმედონებთ, ეს განცხადება ნათელს მოფენს ამ საკითხის ირგვლივ გაჩენილ ყველანაირ კითხვას” – წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კოვტალიუკი გასულ სეზონში “დილას” საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21 გოლით და გუნდს მისი შენარჩუნება განსაკუთრებით გაუჭირდება.