როგორც მოგეხსენებათ, გორის „დილა“ უკვე რამოდენიმე დღეა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება, სადაც რამდენიმე ვარჯიშის ჩატარების შემდეგ, 12 ივლისს გუნდმა მორიგი წვრთნა უკვე სერბეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე გამართა.
გუნდში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება მოახლოვებული შეხვედრისათვის. 13 ივლისს „დილა“ უკვე „პარტიზანის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს მატჩისწინა ვარჯიშს. წვრთნის დაწყებამდე კი „დილას“ მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ადგილობრივი მედიის წინაშე წარდგება.
FCDila.GE
„დილას“ პრესსამსახური