„დილა“ რუმინულ კლუბთან დამარცხდა
ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ პირველი ტესტ-მატჩი დღეს გამართა რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „ნევოდართან“ და დამარცხდა ანგარიშით – 0:1.
„დილას“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და მთლიანობაში ეს შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირველ ნახევარში მეტოქის კარის აღების საშუალება შალამბერიძეს, რაჟამაშვილსა და კვარაცხელიას შეეძლოთ, მეორე ნახვეარში კი შენგელიას ჰქონდა ორჯერ ანგარიშის გახსნის საშუალება.
მატჩის მე-80 წუთზე რუმინელებმა შეძლეს „დილას“ კარის აღება და შეხვედრაც მინიმალური მარცხით დასრულდა. მიუხედავად „დილას“ ახლადშეკრებილი შემადგენლობისა, გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, კვახაძე, თომაშვილი, ორბელაძე, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია.
მეორე ნახევარში რამაზ სოღოლაშვილმა რამოდენიმე შეცვლა განახორციელა: ქებურია, შენგელია, გურეშიძე, ფოცხვერია, ახალკაცი, გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი.
მომდევნო შეხვედრას „დილა“ 7 თებერვალს, რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ ორენბურგის „გაზოვიკთან“ გამართავს.