„დილა“ თასის 1/8 ფინალში გავიდა
გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები, სადაც„დილამ“ პირველ შეხვედრაში გამარჯვების (1:3) შემდეგ, შინ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩი გახურებულიც არ იყო როცა ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს. მე-3’ წუთზეხურცილავა შეტევაში კარგად ჩაერთო და ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში მოდებაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა კარში მდგომ ბაჩო მიქავას –1:0.
ამ გოლის შემდეგ გორელებმა ბურთი მეტოქეს დაუთმეს. ჯერ ყანჩაშვილს ჰქონდა მომენტი, თუმცა მცირედით ააცდინა, ხოლო შემდეგ გურეშიძემ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით მოიგო და ახლო მანძილიდან დაარტყა. რომ არა სომხიშვილის სწრაფი რეაქცია ანგარიში გათანაბრდებოდა. რეალური მომენტი ჰქონდა მოდებაძესაც, რომელმაც ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში და მეტოქე ხარიხამ იხსნა, გადმოვარდნილ ბურთთან ყველაზე ახლოს ფალავანდიშვილიაღმოჩნდა, რომელმაც მოუხელთებელი სიტუაციიდან მიზანს ააცდინა.
რათქმაუნდა გორელები ყველა კომპონენტში ჯობნიდნენ მეტოქეს და ძირითადად სწორედ ისინი ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. ადამაძეს კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმულს მეტოქის მცველები გადაეფარნენ და გადაარჩინეს საკუთარი გუნდი. ტაიმის მიწურულსწიქარიძემ ცადა შორიდან დარტყმა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.
მეორე ტაიმშიც რასაკვირველია „დილას“ ფეხბურთელებს მიყავდათ თამაშის სურათი. დასაწყისშივე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთით რაზმაძეს შეეძლო სხვაობის გაზრდა, თუმცა ბურთი ფეხიდან აეჭრა და სხვა მიმართულებით წავიდა. შემდეგ იყო ჯაფარიძისა და ერისთავის კარგი და ზუსტი დარტყმები, თუმცაორივეს დარტყმული საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა.
65’-ე წუთზე მოდებაძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მიქავამკვლავ მოიგერია, დამატებაზე კი ფალავანდიშვილს მახვილი კუთხიდან არ გამოუვიდა ძლიერი დარტყმა და აქაც მეკარემ იმარჯვა. შეცვლაზე შესულ გიორგი კურმაშვილსაც შეექმნა გოლის გატანის შანსი, თუმცა ძლიერად დარტყმული ბურთი მეტოქის მცველმა ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა. მთლიანობაში მასპინძლებმა ყოველგვარი ზედმეტი ძალის გარეშე შეძლეს საპასუხო თამაშის მოგებაც და დამსახურებულად გავიდნენ თასის 1/8 ფინალში.
გუნდების შემადგენლობა
„დილა“: სომხიშვილი, ჯაფარიძე, კვეკვესკირი, ადამაძე, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (ჭეჭელაშვილი 77’), რაზმაძე (კაპ.), სეთურიძე, ერისთავი (კურმაშვილი 63’), მოდებაძე.
სათადარიგო: ზარქუა, ლომიძე, ბაჩიაშვილი, ჭეჭელაშვილი, კურმაშვილი, ახალკაცი, არაბული.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.
„ლოკომოტივი“: მიქავა, მაკასარაშვილი, გურეშიძე, ყანჩაშვილი (არდაზიშვილი 46’), გავაშელიშვილი, კიკნაძე, ღვინაშვილი (წივწივაძე 62’), კუხალაშვილი (ლუკავა 43’), მთივლიშვილი, სულთანიშვილი (კაპ.), კუსიანი.
სათადარიგო: ტყემალაძე, პატარკაციშვილი, წივწივაძე, ლუკავა, ვაშაკიძე, არდალიშვილი, ლეჟავა.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლები: მოდებაძე (3’) 1:0.
გაფრთხილებები: წიქარიძე (51’), სეთურიძე (56’).
მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი.
„დილას“ პრესსამსახური