“დილა” უკრაინელ მწვრთნელს ჩააბარეს
გორის “დილა” უკრაინელმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკომ ჩაიბარა.
44 წლის მწვრთნელმა “დილასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დემჩენკომ სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიის ,,მეტალურგის” ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა უზბეკურ ,,ობოდში“ განაგრძო, ბოლოს კი ხარკოვის ,,მეტალისტში“ ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მოღვაწეობდა, 2019-20 წლების სეზონში კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ დამარცხდნენ.
ანდრეი დემჩენკო სტატისტიკურად ყველაზე მეტჯერ 4-1-4-1 სქემას იყენებს. გარკვეულ მატჩებში 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემებსაც მიმართავს.
დემჩენკო საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სამივე პოზიციაზე – მცველად, ნახევარმცველად და თავდამსხმელად თამაშობდა. 1997 წელს 2 მატჩი ამსტერდამის “აიაქსშიც” ჩაატარა, სადაც ქინქლაძეც და არველაძეც იყო.