დილა VS დინამო – ურთიერთშეხვედრები

თარიღი: თებერვალი 16, 2015

ოთხშაბათს, 18 თებერვალს 14.00 საათზე საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 52–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 10 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა–6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2014 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 0:0 დასრულდა.

საქართველოს თასზე ეს გუნდები ერთმანეთს შარშანაც დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალური დუელი ორი მატჩის ჯამში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:2 დამთავრდა. საბოლოოდ დინამომ ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. 2011-2012 წლების სეზონში მერვედფინალური დაპირისპირების ორივე შეხვედრა თბილისელ და გორელ ფეხბურთელთა შორის ფრედ 0:0 და 2:2 მორჩა. სტუმრად შედეგიანი თამაშის ხარჯზე შემდეგ ეტაპზე დილა გავიდა.

18 თებერვალს დინამო თბილისს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2005 წელს ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონი მელქაძის გოლით 1:0 დაამარცხა.

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აზარი: “ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”

მადრიდის “რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. “ბენზემასთან ერთად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი მესის: “მოდი, ვიჩხუბოთ” (ვიდეო)

18 ნოემბერს ისრაელში არგენტინისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადრიან გულა: “საქართველოს ნაკრების მიზანი ნათელი იყო”

სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულამ საქართველოსთან გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ხორვატიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. “ჩვენ, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის არანორმალური მოქმედება ურუგვაისთან მატჩში (ვიდეო)

არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე ლიონელ მესიმ რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში ბრწყინვალედ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიტე: “მესი პელეზე უკეთესია? ვინც პელეს ვინმეს ადარებს, არაფერი გაეგება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელ ტიტეს ლიონელ მესისა და პელეს შედარება სთხოვეს. ბრაზილიელმა სპეციალისტმა განაცხადა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძე: “როდის იყო პატარას დიდთან გასვლია?”

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, გიორგი არაბიძემ სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენის” კატარელი მფლობელები ინგლისურ კლუბს ყიდულობენ

Qatar Sport Investments (QSI), რომელსაც “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მართავენ, დიდი ალბათობით, ბრიტანულ ფეხბურთშიც შეაბიჯებს ფეხს. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” ხორვატი შემტევის ტრანსფერს უმიზნებს

კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში ზაგრების “დინამოს” თავდამსხმელი, ბრუნო პეტკოვიჩი, მოექცა. ამ ინფორმაციას Marca ავრცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბალოტელი იტალიელი მოდელის ვიდეოზე – “მამა მია, საჯდომიც ასეთი უნდა”

“ბრეშიას” იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, რაფაელა ფიკოს მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ დახარჯა სერხიო რამოსმა თავისი პირველი ხელფასი?

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, წარსულზე საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ დახარჯა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გინება, ფურთხება, პროვოკაცია – რა მოხდა სლოვაკეთი – საქართველოს მატჩის ბოლო წუ

18 ნოემბერს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად სლოვაკეთს დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები აგრესიულ სლოვაკებთან ჩხუბით დამარცხდა (ვიდეო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევი ეტაპის მე-5 მატჩში სლოვაკეთის ნაკრებს ესტუმრა და 3-2 დამარცხდა. ანგარიში მე-8 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დორტმუნდი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში შეეცილებ

დორტმუნდის “ბორუსია” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის დამატებას შეეცდება. “კიკერის” ცნობით, გერმანული...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია რაკიტიჩის და მოდრიჩის გარეშე დარჩა

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ხვალინდელ შეხვედრაში ივან რაკიტიჩი და ლუკა მოდრიჩი არ მიიღებენ მონაწილეობას. რაკეტა და […]...
წაკითხვა