„დილამ“ ბოლნისელები დაამარცხა

თარიღი: ივლისი 26, 2014

„დილამ“ დღეს მორიგი სპარინგი გამართა ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ, რომელიც მოგეხსენებათ წლეულს ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა.

ჩვენი გუნდისთვის ეს მესამე ამხანაგური შეხვედრა გახლდათ. წინა სპარინგებისგან განსხვავებით „დილამ“ დღეს საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აღნიშნული თამაში საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა.

პირველივე წუთებიდან გუნდებმა საკმაოდ სწრაფი ფეხბურთი შესთავაზეს ამ შეხვედრაზე მოსულ არცთუ მცირერიცხვოვან გულშემატკივარს. საწყის წუთებზე ორი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, ჯერ სტუმართა გამოცდილი მცველის გივი კვარაცხელიას შორეული დარტყმა იყო გამოსარჩევი, ხოლო რამოდენიმე წუთში „დილას“ განაპირა ნახევარმცველის გიორგი ბერიძის ბოლნისელთა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა იყო აღსანიშნავი, სადაც ზუხბაიამ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

მატჩის მე-16’ წუთზე გორელებმა ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შედეგად გახსნეს ანგარიში. აღნიშნულ ეპიზოდში გვინდა გამოვარჩიოთ „დილას“ ახალგაზრდა ნახევარმცველის თენგიზ წიქარიძისა და ირაკლი მოდებაძის ლამაზად გათამაშებული კომბინაცია, რომელიც წიქარიძისზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა – 1:0.

გოლიდან რვა წუთში „დილამ“ სახიფათო ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა. ნიკა კვეკვესკირისდარტყმული ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელს მოხვდა, ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და „სიონის“ გოლკიპერმა გაჭირვებით მოიგერია, თუმცა იქვე ირაკლი მოდებაძე აღმოჩნდა და თავური დარტყმით ორამდე გაზარდა უპირატესობა – 2:0.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ორივე გუნდმა შექმნა სახიფათო მომენტები. განსაკუთრებით სახიფათო გახლდათ სტუმართა მიერ შესრულებული სტანდარტული მდგომარეობები.

42’-ე წუთზე მსაჯმა „დილას“ კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ბოლნისელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფორვარდმა ვილი ისიანმა გოლად აქცია – 2:1.

მეორე ნახევარში ორივე გუნდის თავკაცმა შეცვლებს მიმართა. ბოლნისელები ძირითადად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ „დილას“ კარის აღებას, თუმცა თორნიკე ზარქუა საიმედოდ იცავდა კარს. გორელების შეტევები კვლავ სახიფათო გახლდათ. აღსანიშნავია გიორგი ერისთავის ბათიაშვილთან ერთი-ერთზე გასვლა, რომელიც ბოლნისელთა მეკარემ მოიგერია. ერისთავითითქმის კიდევ ერთხელ დარჩა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ბოლო მომენტში მცველი წამოეწია და განმუხტა სახიფათო მდგომარეობა. რამოდენიმე მომენტი ჰქონდა დავით რაჟამაშვილსაც, თუმცა საქმე გატანილ გოლამდე არ მისულა. შეხვედრის დამატებულ წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ილია ლომიძემ „დილას“ მრავალსვლიანი კომბინაცია საკმაოდ ლამაზი და ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა – 3:1.

შეგახსენებთ, რომ „დილა“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს 29 ივლისს და ჩვენი მეტოქე„გაგრა“ იქნება. მატჩი 18:30 წუთზე დაიწყება.

გუნდების შემადგენლობები

 

„დილა“: ზარქუა, მჭედლიშვილი, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), ჯაფარიძე, რაზმაძე, ბერიძე, წიქარიძე, კვეკვესკირი, ახალკაცი, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ფარჯიკია, ფალავანდიშვილი, რაფაელი, ლომიძე, ერისთავი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„სიონი“: ზუხბაია, იმედაშვილი, კვარაცხელია, უგრეხელიძე, გურეშიძე, კანდელაკი, განუგრავა, აფციაური, ლობჟანიძე, უგულავა, ისიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: მოსემღვდლიშვილი, გაფრინდაშვილი, მამასახლისი, გაბრიჩიძე.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

 

გოლები: წიქარიძე (16′) 1:0, მოდებაძე (24′) 2:0, ისიანი (42′ პენ.) 2:1, ი. ლომიძე (90′) 3:1.

გაფრთხილებები: კვარაცხელია (22’), გურეშიძე (31’), კანდელაკი (64’).

 

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორი იქნება ჟოზე მოურინიოს ანაზღაურება “ტოტენჰემში”?

20 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა კლუბთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინმა პოჩეტინოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა

19 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებით ბევრისთვის მოულოდნე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია!

ლონდონის “ტოტენჰემს” ამიერიდან ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა დღეს მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხითარიანი: “იტალიელები სომხებს ჰგვანან”

“რომას” ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა იტალიურ გარემოზე ისაუბრა. სომეხი ფეხბურთელი ამბობს, რომ იტალიელები ხასიათით სომხებს ჰგვანან. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგიის ნაკრები ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია

ბელგიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია. “წითელ ეშმაკებს” სამშაბათამდე აქტივში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან პერიშიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ივან პერიშიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, საუკეთესო მე-3 ადგილოსანი აღმოჩნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვეინალდუმისა და დე იონგის ჟესტი გოლის შემდეგ (ფოტო, ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჰოლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო კოვაჩიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრც...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა, ხორვატიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით, 2-1 დამარცხდა. ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “ყველაზე მეტად “სევილიას” სტადიონზე თამაში არ მიყვარს̶

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტადიონი, რომელზეც ყველაზე მეტად არ უყვარს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიტუაცია გამოუვალია – პოჩეტინო დენიელ ლევის შეხვდა

“ტოტენჰემში” არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს შეხვდნენ. The Telegraph-ის ცნობით, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხორვატიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ისევ ლუის ენრიკე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. როგორც […]...
წაკითხვა