“დილამ” ბრაზილიელი მცველი დაიმატა
გორის “დილამ” 28 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი ვანდერსონ ჰენრიკე დო სილვა დაიმატა.
სილვამ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ვანდერსონს კარიერის დიდი ნაწილი ბრაზილიის ქვედა ლიგებში, “ვილა ნოვაში”, “ოპერარიოსა” და “ანაპოლისში” აქვს გატარებული. საზღვარგარეთ ისრაელსა და აზერბაიჯანის უმაღლეს ჩემპიონატებში თამაშობდა.
ფეხბურთელი Transfermartk-ზე 475 ათასი ევრო ღირს.
სილვას დამატება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც გურამ გიორბელიძემ კლუბი დატოვა.