„დილამ“ მეორე სპარინგი გამართა

თარიღი: ივლისი 18, 2014

17 ივლისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა.

უჩა სოსიაშვილის გუნდი პირველ ნახევარში დომინირებდა. გორელთა ერთ-ერთი პირველი შეტევის დროს ახალკაცმა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემით მოდებაძესკარგი შანსი მისცა, თუმცა ეს უკანასკნელი მცველმა წააქცია და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან ნიკა კვეკვესკირი მივიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

ამის შემდეგაც ძირითადად გორელები ფლობდნენ უპირატესობას და 27’ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა ლამაზი ბურთი გაიტანა და დუბლის შეასრულება შეძლო. ისევ ახალკაცმა წამოიწყო ეს შეტევა, კურმაშვილს გადაცემა გაუკეთა, რომელიც თავის ფლანგზე მარტო იმყოფებოდა, საჯარიმოსკენ დაიძრა და კვეკვესკირი მოძებნა. ნიკა კარისკენ ზურგით იმყოფებოდა და ერთი ცრუ მოძრაობის შემდეგ, დაბალი დარტყმით შეროზიას შანსი არ დაუტოვა – 2:0.

თითქოს პირველი ნახევარი წყნარად დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც ბოლო წუთებზე მასპინძელთა კართან კუთხური დაინიშნა. ჩაწოდების შემდეგ ლუკა რაზმაძემ ფეხით მოგერიება ცადა, მაგრამ ასხლეტილი ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი ამჯერად უკვე ჩვენ კარში დაინიშნა.ღიბრაძემ ამ ნიშნულიდან უშეცდომოდ დაარტყა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა – 2:1.

მეორე ნახევარი ძირითადად თანაბარი ბრძოლით გაგრძელდა. პირველი სახიფათო მომენტი გორელებმა შექმნეს. კვახაძის გრძელ გადაცემას კურმაშვილი თავით კარგად ვერ შეწვდა და კარიდან გამოსულ მეკარეს ამ მომენტში გაუმართლა, შემდეგ თბილისელთა მცველებმა დაუშვეს შეცდომა და ბურთი კვეკვესკირმა აართვა, ამ შეტევის ბოლოს ფალავანდიშვილი ცდილობდა დარტყმას, თუმცა მცველს მოხვდა ბურთი.

55’-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიამ“ ერთ-ერთი იერიშისას ბურთი ცენტრში სახიფათო სიტუაციაში დაკარგა და კვეკვესკირმა ზუსტი გადაცემისთ ირაკლი მოდებაძე ფაქტიურად მეკარესთან პირისპირ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მცველი დაეწია, მოდებაძემ მახვილი კუთხიდან დარტყმა მაინც მოახერხა და ოდნავ არ გაუმართლა, მეტოქე ძელმა იხსნა.

ამის შემდეგ, მოედანზე შესულ ერისთავს ორი მომენტი ჰქონდა. ერთხელ ფაქტიურად ერთი-ერთზე გაიყვანეს, თუმცა კარგად ვერ დაარტყა. ამ მომენტის საპასუხო შეტევა სტუმრებმა გოლად აქციეს.ზარქუამ პირველი დარტყმა კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე კურდღელაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

მეორე შემთხევაში ერისთავმა კარიდან გამოსული მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი აართვა, რის შემდეგაც შორი მანძილიდან კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ თბილისელებს გაუმართლათ და მცველმა ცარიელი კარიდან თავით შეძლო ბურთის მოგერიება. ბოლოს სტუმრებმა შორიდან სახიფათოდაც დაარტყეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

გუნდების შემადგენლობა

„დილა“: ზარქუა, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), ი. ლომიძე, მჭედლიშვილი, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, კურმაშვილი, ახალკაცი, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ერისთავი, სადაღაშვილი, მახარობლიძე, ნოზაძე, ქარქუზაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი (კაპ.), იაშვილი, ჭეჭელაშვილი, ღიბრაძე, მაისურაძე, დემეტრაშვილი, სიჭინავა, ლობჯანიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: დავლაშელიძე, წყაროზია, კურდღელაშვილი.ასპილაშვილი, ხვისტანი, დადიანი.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.

გოლები: კვეკვესკირი (პენ. 19’; 27’) 2:0, ღიბრაძე (პენ. 39’) 2:1, კურდღელაშვილი (64’) 2:2.

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტიაგო სოლარი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი და ექს-მწვრთნელი სანტიაგო სოლარი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა. “მარკას” ცნობით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე ფორმა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე სათამაშო ფორმა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ივან რაკიტიჩმა, სლოვაკეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელი დავით თარგამაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” 30 წლის ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-9 სეზონში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. ვლადიმირ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ჩემპიონატში მეკარემ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მე-3 ლიგაში მესამე ადგილზე მყოფმა “არაგვმა” უკვე მე-2 ლიგაში აღზევებული მარტვილის “მერანი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” “ბარსელონელი” ლიონელი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ადგილოსანმა, საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” კატალონიის “ბარსელონას” აკადემიის, ლა მასიის აღზრდილი, კამერუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანეთის სუპერთასი ოთხი კლუბის მონაწილეობით, საზღვარგარეთ ჩატარდება

ესპანურ ჟურნალ-გაზეთებში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ესპანეთის სუპერთასი მომდევნო სამი წლის მანძილზე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტობის შემთხვევაში, პიკე “ბარსელონაში” სამ ლიდერს დააბრუნებს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის პრეზიდენტობის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. რო...
წაკითხვა